ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე,იქნებ კედელს გაეხახუნა, იქნებ წაიქცა?“

„ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე,იქნებ კედელს გაეხახუნა, იქნებ წაიქცა?“

 

 

ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ილია ჯიშკარიანმა  ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ  თამთა თოდაძემ  მას ცრუ ბრალდებებით  სექსუალურ ძალადობაში  და გაუპატიურებაში დასდო ბრალი.

„ყველაფერი დალეწა მან და მერე აიხლართა, თავის ნამტვრევებში, პრინტერი რომ გადმოაგდო- იქნებ კედელს გაეხახუნა?  იქნებ წაიქცა და იმით მიიღო დაზიანებები. მე რომ პატრული გამომეძახებინა რა დეპუტატი ვიქნებოდი? ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახლაგაზრდა გოგონაზე, 2017 წელს გავიცანი და 3 თამთა თოდაძე  ჩემთან მუშაობდა, მერე გაუჩნდა წინ და მაღლა კარიერული სვლა, რომელშიც მეც ვეხმარებოდი, მაგრამ თავს ლაფიც დამასხა.

 წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაშის მშენებლობაში მივიღე მონაწილეობა, მამაოები და დედაოები მირეკავენ და მითანაგრძნობენ.

  იცით რატომ ვარ ლოგინში? მე განაჩენი გამომიტანეს ფემისნისტებმა და ლიბერალებმა-განაცხადა  ილია ჯიშკარიანმა ტვ პირველის ეთერში.

საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, დაზარალებული თამთა თოდაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

შემთხვევის დღეს თავად ილია ჯიშკარიანი ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.

„ჯიშკარიანს იმ დღეს, 2 ჭიქაზე მეტი არ ჰქონდა დალეული, ფიზიკურად ვერ დალევდა, აკრძალული აქვს და ყოველდღე მაქსიმუმ 2 ჭიქას სვამდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე “, – აღნიშნავს ადვოკატი.

კუბლაშვილი ასევე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არასათანადოდ აწარმოეს.

„გამოძიებამ არასათანადოდ აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ოფისის დათვალიერება და ჩხრეკა კანონის დარღვევით არის ნაწარმოები. უფლებამოსილი პირის დასწრების გარეშეა ყველაფერი ამოღებული“, – აცხადებს კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ბრალი თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული .სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

იმედგაცრუებული ვარ. პროკურატურა ჩემს ინტერესებს უნდა იცავდეს, მაგრამ გამოდის, რომ ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, – ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე.

 

 

www.myvideo.ge/tv/pirvelitv

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com