ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – 1 წელი და 9 თვე“, – წერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავი ასათიანი „ფეისბუქში“.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! -უპასუხისმგებლო მთავრობანი კი აქამდეც აქცევდნენ ქვეყანას და ბოლოს სულაც გააქრობენ“

„ჯერ ერთი ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! თუ პოლიტიკოსი ხარ, წარმოადგინეთ თქვნი პროგრამა, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com