ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ ცუნამი, რომ ატყდეს ბიძინას აბრალებთ,ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი“- მამუკა ბახტაძე

„ ცუნამი, რომ ატყდეს ბიძინას აბრალებთ,ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი“- მამუკა ბახტაძე

 „ორკესტრირებული შეტევა იყო ის, რაც 2012 წელს ბანკ “ქართუს” წინააღმდეგ განხორციელდა.პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის კრიტიკას,   რომელიც „თიბისი ბანკის“ საქმეს ეხებოდა, ასე უპასუხა:

ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, ყველაფერი, რაც საქართველოში ან გლობალურად ხდება, დაუკავშიროს  ბიძინა ივანიშვილს,  მერამდენედ მოვდივარ პარლამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში.

პირველი, რაც მინდა ვთქვა, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მეორე – მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან საქართველოს გარეთ გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ  ბიძინა ივანიშვილს,  წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ.

რატომ? იმიტომ, რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა”, –  განცხადა პრემიერმა.

მარი მაისურაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვაშაძე-სააკაშვილ-პუტინის შეხვედრა-რატომ მალავდნენ ნაციონალები ვიდეომასალას? (ვიდეო)

https://for.ge/view/177231/kadrebi-romelsac-nacmoZraoba-didxans-malavda-video.html?fbclid=IwAR2daYNl-akwRP-5tCpAZkyfW6BqbOSGVaSu8uJg8Cpp4SkB9HlpfSgElII კადრები, რომელსაც ნაც.მოძრაობა დიდხანს მალავდა! (ვიდეო) https://for.ge/view/177231/kadrebi-romelsac-nacmoZraoba-didxans-malavda-video.html?fbclid=IwAR2daYNl-akwRP-5tCpAZkyfW6BqbOSGVaSu8uJg8Cpp4SkB9HlpfSgElII   Share

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com