ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „მძიმედ დაჭრილი ცოტნე გამსახურდია შვილის ნათლიამ მიატოვა და მიიმალა“-რას წერს ყოფილი მეუღლე

„მძიმედ დაჭრილი ცოტნე გამსახურდია შვილის ნათლიამ მიატოვა და მიიმალა“-რას წერს ყოფილი მეუღლე

ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფო ჩიკვილაძე ყოფილი მეუღლის დაჭრის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სოფო ჩიკვილაძე წერს, ერთ-ერთი დაკავებული, მათი საერტო შვილის, თამარის ნათლიაა.

“მოკლედ, თავს ვიკავებ, მაქსიმალურად ვცდილობ, არ ჩავერიო და აზრი არ გამოვთქვა ცოტნეს დაჭრის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ხანდახან ყელში მასხამს. ყველა ძმაკაცი როგორ ხართ და ოჯახის წევრი? ისიც არ იცით, რომ ერთ-ერთი დაკავებული არის თამარის ნათლია. რომ, ჰკითხო ყველამ ყველაფერი იცის და რეალობისგან ძალიან შორს ხართ. რაც ნიუსებში იდება, ესაა სიმართლე. რაც არ უნდა დაუჯერებელი და აბსურდული იყოს, მწარე რეალობაა. კახას არ დაუჭრია, ამბობენ აშველებდაო. უბრალოდ, მე ორმაგად ვადანაშაულებ, რომ მიიმალა და მიატოვა, შეეშინდა და გაიქცა. მიატოვაა ნახევრად მკვდარი. მოკლედ, ისტორიაა ასეთი: კახას (ბავშვის ნათლიის) ძმის დაბადების დღე იყო. ცოტნეც იქ იყო. შელაპარაკებით დაიწყო, ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა და ბოლოს მოხდა ეს საშინელება. ძალიან ბევრი ვერსიაა, მაგრამ რეალობაა ეს. ცოტნე გამოვიდა და ვინც იცნობს ახლოს, კარგად იცის რა ცუდი ენის პატრონია. შეაგინა, მერე მოუქნია ხელი. იმ ლაწირაკებმა არ გაუტარეს და კი იცით დანარჩენი”, – წერს სოფო ჩიკვილაძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com