ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ტ.ღ-ს გარდა ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინეს.

„ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ხოლო, 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს, ასევე 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com