ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ცოტნე გამსახურდიას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება-ვინ დაჭრა ცოტნე გამსახურდია?

ცოტნე გამსახურდიას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება-ვინ დაჭრა ცოტნე გამსახურდია?

ფილტვის პრობლემა, რომელიც ყველაზე საფრთხილო და საშიშია, ეს არის კუპირებული, როგორც მე მითხრეს და ეს ჩემთვის დამამშვიდებელია,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებს მე-9 საავადმყოფოში განუცხადა, სადაც ცოტნე გამსახურდიას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
იყო მძიმე მდგომარეობა, ფილტვი იყო შეკუმშული და მერე გაიშალა. დავრეკე, რამე სხვა ჩარევა ხომ არ არის საჭირო მეთქი და ჯერ არ დამიდასტურეს. ყველა ინფორმაცია უნდა მოვიპოვო, არასწორი ინფორმაცია რომ ვთქვა, ხომ უხერხული იქნება. ექიმები ამბობენ, რომ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით სტატუსი არის მიღწეული, ეს არის ჩემთვის მთავარი. დეტალებს რადგან შემსწრე არ ვარ, ვერ გეტყვით”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით დეტალებს ჰყვებიან. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ჩხუბის ხმაზე გარეთ გამოვიდა და ცოტნე გამსახურდია დაჭრილი დაინახა, რის შემდეგაც მან პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

“ჩხუბი იყო, ხმაური მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ იყო ჩხუბი იყო და ხმაური ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო დაჭრის დროს. მე მგონი ჯერ არავინ არ არის დაჭერილი. როცა ხმაურზე გარეთ გამოვედი დავინახე, რომ დაჭრილი კისრის არეში იყო. სასწრაფო როცა მოვიდა გონზე აღარ იყო, ჩვენს ხელში ჩაიკეცა. ერთი ჭრილობა აქვს და თავის არე აქვს გახეთქილი. თავდამსხმელები როგორც ვიცი გაქცეულები არიან, არ ვიცი როგორ გამოიყურებიან ისინი. როდესაც გამოვედით ჩვენ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, პირსახოცი დავამაგრეთ ჭრილობაზე. საუბედუროდ ჭრილობა დანით ან ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ჩხუბები უბანში ხშირად ხდება, მაგრამ ცოტნეს კონფლიქტი არ გამიგია არ ვიცი”,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი, ირაკლი კუპრაძე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვყნებს.

მისი თქმით, გამსახურდიას ჭრილობებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელმა იგი სასიკვდილოდ გაიმეტა.

„გულ-მკერდში შემავალი ჭრილობა, 4 ნაკვეთი ჭრილობა თავზე, ჭრილობა კისერში, დაჩეხილი ფილტვი, და ჭრილობა ბეჭზე. უკეთდება თავის ტვინის ტომოგრაფია.

ცოტნე ხელოვნურ სუნთქვაზეა და ჯანმრთელობის ზოგადი შეფასება ძალიან მძიმეა.

სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგრამ აუცილებლად გადარჩება, სხვა გზა არ აქვს, კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი“, – წერს კუპრაძე. 

შეგახსენებთ, დღეს თბილისში, ვერაზე ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com