ახალი ამბები
Home / Uncategorized / ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, 2020 წლის საქართველოს წარმატებული ადამიანების პერსონის ტიტულით დაჯილდოვეს

ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, 2020 წლის საქართველოს წარმატებული ადამიანების პერსონის ტიტულით დაჯილდოვეს

ცნობილი უფლებადამცველი, ადვოკატი, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, საქართველოს ომის ვეტერანთა ომბუდსმენი, გიორგი თევზაძე, 2020 წლის საქართველოს წარმატებული ადამიანების პერსონის ტიტულით დაჯილდოვეს სამოქალაქო სექტორში შეტანილი წვლილისათვის. რაც უკავშირდება წლეების მანძილზე მის მიერ გაწეული წარმატებული საქმიანობის აღიარებასთან. უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მაშტაბურად და დიდი პომპეზურობით ტარდება მნიშვნელოვანი ღონისძიება რაც უკავშირდება საქართველოს წარმატებული ადამიანების პერსონის დაჯილდოებას, სხვადასხვა დარგში წარმატებული პიროვნების მიერ ფასდაუდებელი გაწეული ღვაწლის და პროფესიონალიზმის აღიარებასთან, პროექტს ყავს 21 სხვადასხვა დარგის ცნობილი პროფესიონალი ადამიანებისაგან შემდგარი ბორდი რომელიც იხილავს წარდგენილ კანდიდატებს და იღებს გადაწყვეტილებას ტიტულის მინიჭების შესახებ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაჯილდოვებულლები არიან ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, გივი ბერიკაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიული ჩოხელი, გიორგი უშიკიშვილი, მანანა თოდაძე, მერაბ სეფაშვილი, და სხვა და სხვა დარგის წარმატებული და ცნობილი მოღვაწეები.
სააგენტო ჯეომედიაპრესი ცნობილ უფლებადამცველს, საზოგადოების ღირსეულ წარმადგენელს ბატონ გიორგი თევზაძეს ულოცავს ამ დამსახურებულ ჯილდოს და საზოგადოებრივ აღიარებას.
გიორგი თევზაძე (ბიოგრაფიული მონაცემები)

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი.
1984 წლიდან კინოსტუდია ქართული ფილმის დამდგმელი რეჟისორის თანაშემწე ( ასისტენტი )
1987 წლიდან ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი;
1991 წლის დეკემბრამდე „მრგვალი მაგიდის“ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
1992 წლიდან სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ერთ–ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი;
1998 წლიდან საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი;
1998 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი;
2000 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელის“\ პერსონალური წევრი;
2000 –2004 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენტიური სისტემის საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი;
2002–2004 წლებში საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის საზოგადოებივი კონტროლის საბჭოს თავმჯდომარე;
2006 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თანადამფუძნებელი და მონაწილე;
2009 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
2010 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში არჩეული სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი და ანალიტიკური კომისიის წევრი;
2011 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი;
2011 წლიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაციის – ომის, კონფლიქტების, შეიაარღებული ძალების, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭოს (ფედერაციის) თავმჯდომარის მოადგილე, კურატორი იურიდიული საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებში. ვეტერანული ორგანიზაციების მიერ არჩეული საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი;
2012 წლის 12 იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს შორის გაფორმებული “ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის მხარე;
2012 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში, როგორც ვეტერანთა ომბუდსმენის მონაწილეობა მოქმედ სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსით;
2012 წლის სექტემბერ–დეკემბრის თვეებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი;
2013 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ დამკვირვებლის სახით მიწვეული წევრი ვეტერანთა სტატუსის დამდგენ კომისიაში;
2013 წლის დეკემბრიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში არჩეული იქნა წევრად.
2014 წლიდან – 2017 წლის დეკემბრამდე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე.
2014 წლიდან 2017 წლის დეკემბრამდე, არჩეულია სსპ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლის უზენაესობისა და მართლსაჯულების რეფორმების კომიტეტის წევრი.
2014 წლიდან – 2018 წლის მარტის თვემდე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უფასო იურიდიული სამსახურის თავმჯდომარე.
2014 – წლიდან სახელმწიფო უწყებათა კომისიის წევრი.
2014 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციებელი უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს წევრი.
2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
2016 წლიდან (ადვოკატთა კორპუსის მიერ) არჩეული იქნა საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარედ.
2017 წლის დეკემბრიდან (მეორე ვადით ) სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში არჩეული იქნა წევრად.
2018 წლის თებერვლიდან როგორც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრი, კურატორობას უწევს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილ პრო ბონო სერვისების კომიტეტს და ადვოკატთა სოციალური დაცვის კომიტეტს.
2018 წლის აპრილიდან სსიპ ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი კომისიის წევრი.
2018 წლიდან არჩეული იქნა ა(ა)იპ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრის,გამგეობის წევრად.
2020 წლიდან არჩეული იქნა ა(ა)იპ. საქართველოს ანტიკორუფციული, ანტიმონოპოლიური და ნეგატიური ფაქტების შესწავლისა და რეაგირების საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარედ.
2020 წლიდან საერთაშორისო საკონსულტაციო და სერტიფიცირების ცენტრი – შპს „ეკო-სპექტრის „ მთავარი იურისტი.

სხვადასხვა წლებში, არჩეულია „თევზაძეთა საგვარეულო კავშირის„ აღმასრულებელ მდივნად (თავმჯდომარის მოადგილეთ)
სამეფო კლუბის დამსახურებულ წევრად და იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარედ.
იტალიის წმინდა ამბროსი მარტვილის სახელობის კეთილშობილთა აკადემიამ აირჩია აკადემიის წევრად.
არაკომერციული გაზეთების „მრწამსის“, ადამიანის უფლებებისა და არგუმენტები-ს დამფუძნებელი და რედკოლეგიის თავმჯდომარე, გაზეთი „თეთრი ბაირაღების“ რედკოლეგიის წევრი და გაზეთი კონსულტატი.
საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენციების მონაწილე, არაერთი პუბლიკაციისა და კვლევის ავტორი/თანაავტორი.
ჰყავს ოჯახი და სამი შვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გახარიას ზედმეტსახელი იყო “ბოლი” ბაქი-ბუქი ახასიათებს“-ირაკლი კობახიძე

„სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი ...