ახალი ამბები
Home / Uncategorized / ირაკლი ოქრუაშვილი:„ციხის საწოლის ზომა 157 სმ -ია-წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი“

ირაკლი ოქრუაშვილი:„ციხის საწოლის ზომა 157 სმ -ია-წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი“

„საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი.
ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ) . სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია . უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.
წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო.
ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი“-წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე.

 შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს 2019 წლის 25 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული კანონდარღვევის გამო დააკავეს. რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com