ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და ელექტროშოკი -853-მდე აკრძალული ნივთი საჯარო სკოლებიდან ამოიღეს

ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და ელექტროშოკი -853-მდე აკრძალული ნივთი საჯარო სკოლებიდან ამოიღეს

2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებიდან 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და ელექტროშოკი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ჯამში 1435 უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა. აქედან, თბილისში – 905, ქვემო ქართლში -152, სამეგრელო -ზემო სვანეთში – 95, იმერეთში – 86, შიდა ქართლში – 71, აჭარაში – 70, სამცხე-ჯავახეთში – 28, მცხეთა-მთიანეთში – 12, კახეთში – 10, გურიაში – 6.

2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში ჯამში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, აკრძალული ნივთი 853 შემთხვევაში ამოიღეს.

„საანგარიშო პერიოდში სკოლიდან 1 ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 13 ბასრი საგანი, 3 ბლაგვი საგანი, 25 ბანქო, ან სხვა აზარტული საშუალება, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება, 26 კასტეტი ამოიღეს. ასევე დაფიქსირდა 4 ყურსასმენის გამოყენების ფაქტი, 294 -თამბაქო და სანთებელა(ასანთი), 73 საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა), 80 ელექტროსიგარეტი, 1 ელექტროშოკი (ტარება), 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთები, 21 ალკოჰოლის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ დოკუმენტში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com