ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩორჩანას ტყეში ქართული პოლიციის საგუშაგო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს-ერთად ვებრძოლოთ ოკუპაციას!“-გიორგი ლაღიძე

„ჩორჩანას ტყეში ქართული პოლიციის საგუშაგო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს-ერთად ვებრძოლოთ ოკუპაციას!“-გიორგი ლაღიძე

 

 

 პარტია „ მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე საოკუპაციო ხაზთან  იმყოფება, სოფელ ჩორჩანასთან და ადგილზე ეცნობა იქ განვითარებულ მოვლენებს. გიორგი ლაღიძის განცადებით, სოფელ ჩორანასთან ქართული საგუშაგოს განთავსება  სწორი ნაბიჯია- ოკუპაციის წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ხაშურის რაიონში, კერძოდ, ჩოჩანას ტყეში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის ფაქტს. ვფიქრობ, ეს არის მისასალმებელი და სწორი ნაბიჯი. რაც შეეხება ე.წ. ოსური მხარის პოზიციას, ის აშკარად პროვოკაციებს შეიცავს და მიმართულია სიტუაციის ესკალაციისაკენ. საგუშაგო მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ის, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისაკენ,მინდა ამ საკითხში ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადო ქართულ პოლიციას და პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდო კონსოლიდაციისაკენ. ეს არის თემა, სადაც ყველა უთანხმოება გვერდზეეუნდა გადავდოთ და ერთად ვებრძოლოთ ოკუპაციას!“-აცხადებს გიორგი ლაღიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com