ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით- „ვროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას და ის ფაქტი, რომ ასეთ მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება“

ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით- „ვროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას და ის ფაქტი, რომ ასეთ მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება“

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, 24 ოქტომბერს ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული ზემოხსენებულ ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა.

„ეს ნამდვილად სერიოზული ინციდენტია, ვროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას და ის ფაქტი, რომ ასეთ მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, რასაკვირველია არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. პასუხისმგებელი პირები გამართავენ შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხდა ეს ინციდენტი.

„სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, შესაბამისად, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც ის შეხვდება რუს კოლეგებს. ჩვენ ვაფასებთ ჟენევის ფორმატს და პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მცდელობას, ვინაიდან ევროკავშირი ეფუძნება სწორედ ამ მიდგომებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაშიც საკითხი მშვიდობიანი გზებით დარეგულირდება და მოვახდენთ დიპლომატიურ რეაგირებას“, – აცხადებს ჟან კრისტოფ ბელიარი, რომელის კომენტარსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com