ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩვენ ხელს არავის ვუშლით, დადგით ნაძვისხე“-ზაზა სარალიძე

„ჩვენ ხელს არავის ვუშლით, დადგით ნაძვისხე“-ზაზა სარალიძე

„მერიისგან მივიღეთ წერილი, რომ უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან პარლამენტის წინ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, მოგვიწოდეს დავტოვოთ ეს ტერიტორია, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც სარალიძე აცხადებს, მან მერიისგან მიიღო წერილი, რომ დატოვონ ტერიტორია, რადგან ადგილზე საახალწლო მზადება უნდა დაიწყოს. სარალიძის თქმით, ის არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას.

„2018 წლის 1-ელ ნოემბერს მივმართე თბილისის მერიას აქციების გაგრძელებასთან და კარვების გაშლასთან დაკავშირებით, ვადა მოვითხოვეთ 31 დეკემბრის ჩათვლით, რის პასუხადაც მერიისგან მივიღე წერილი, რომ 7 დეკემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, წესისასამებრ. მოგვიწოდეს დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, გვაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილები მკვლელები იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. ამ წერილით არამარტო იმას გვეუბნება ხელისუფლება, რომ ხელს ვუშლით ვიღაცებს, როგორც ჩანს. ჩვენ ხელს არავის ვუშლით, არც იმ ბავშვების, რომლებიც უნდა გაერთონ. ყველა ქართველის შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვისაც დღეს ვიბრძვით, თორემ ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. ამიტომ, ეს თხოვნაა, ბრძანება თუ რაცაა, ვერ გავითვალისწინებ, რადგან აქ ვართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს, უკვე მეტისმეტია. ხელისუფლება მეუბნება, რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლადო, გვითხრა, რომ სადაც გინდათ იქ იყავით, ჩვენ არანაირ ნაბიჯებს არ გადავდგავთ თქვენს მოთხოვნაზეო. ეს არის კალაძის ხელმოწერით და მისი უწყებიდან გამოგზავნილი“,– განაცხადა სარალიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com