ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩვენ ნამდვილად გვეშველება, თუ ვიდგებით ერთად“-მამუკა ხაზარაძე

„ჩვენ ნამდვილად გვეშველება, თუ ვიდგებით ერთად“-მამუკა ხაზარაძე

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

მოძრაობა „ლელოს“  ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ  მოძრაობის ღია ოფისები” გაიხსნება ქვეყნის რეგიონებში და დიდ ქალაქებში. მისივე განცხადებით, „ლელო” ყველა სოფელში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება.

„ეს არის ადგილი, სადაც რიგითი მოქალაქეები შეგვხვდებიან, გაწევრიანდებიან ჩვენს პარტიაში და თქვენთან ერთად დავგეგმავთ იმ გამოსავლის გზებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელსაც პარტიის დაფუძნებაზე გაგაცნობთ, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება. დღეიდან ჩვენ გავხსენით ეს კარი, რასაც ჰქვია ურთიერთობა, ერთად ყოფნა, გაზიარება, ახალი გამარჯვებული საქართველოს შექმნა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

თუ რატომ შეირჩა ოფისის გასახსნელად კონკრეტულად “თბილისი ცენტრალი“?-ამის შესახებ მამუკა ხაზააძე აცხადებს:

„სადგური არის ისტორიულად შეხვედრის ადგილი და ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იქ, სადაც სხვადასხვა პროფესიის, ეროვნების თუ რელიგიის ადამიანები იკრიბებიან და გვინდა, რომ მათ შუაგულში ვიყოთ, შევხვდეთ ყოველდღიურად, ვესაუბროთ და მათი გაჭირვება გავიგოთ უფრო კარგად, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ნიჰილიზმის დაძლევა, იმ მდგომარეობის დაძლევა, სადაც ადამიანები ამბობენ, გვეშველება რამე? ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან. ჩვენ ნამდვილად გვეშველება, თუ ვიდგებით ერთად და ამ უსამართლობას დავძლევთ ერთიანად, –   მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ   „თბილისი ცენტრალში”, პარტიის „ღია ოფისის” გახსნაზე განაცხადა, სადაც  პარტიის რიგებში მოქალაქეების მიღებაც  ხდება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...