ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩვენ მოვიპოვეთ სამი მანდატი-ჩვენთვის ადვილი არ არის ამ მანდატებზე უარის თქმა“-დავით ბერძენიშვილი

„ჩვენ მოვიპოვეთ სამი მანდატი-ჩვენთვის ადვილი არ არის ამ მანდატებზე უარის თქმა“-დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილპარლამენტში შესვლა სურს,უმცა საერთო შეთანხმებას ელოდება-„რესპუბლიკური პარტია“ ცალკე არ შევა პარლამენტში,საერთო შეთანხმება უნდა შედგეს .ჩვენთვის არ არის ადვილი ამ მოპოვებული შედეგების დათმობა. ჩვენ რითი მოვიპოვეთ შედეგი? ჩვენი რეპუტაციით, თორემ ფული ჩვენ არ გვაქვს და ორგანიზაციული სისუსტე გვაქვს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩათვალა, რომ ბრენდი „რესპუბლიკელები“ – თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე სასარგებლოა მათთვის, სოლიდურობისთვის და შუაშისტებთან ურთიერთობისთვის. ბრენდი „რესპუბლიკელები“, ძმები ბერძენიშვილები – ეს ფაქტორი იყო, ამიტომ ჩვენ მოვიპოვეთ სამი მანდატი. ჩვენთვის ადვილი არ არის ამ მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, „რესპუბლიკური პარტია“ ცალკე არ შევა პარლამენტში. საერთო შეთანხმება უნდა შედგეს.

გამორიცხულია ჩვენ მარტო შევიდეთ პარლამენტში, მაგრამ ჩვენი პირობა არის, რომ ეს უნდა იყოს საერთო შეთანხმება. თუ არ იქნება საერთო შეთანხმება, რაიმე გადაწყვეტილებას „რესპუბლიკური პარტია“ მაინც მიიღებს, ჩვენ რეპუტაციულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე მგონია, რომ არც ერთი პარტია მარტო არ შევა პარლამენტში.

პარტიებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და პოლიტიკურ სპექტრზე იმიტომ, რომ არ ვიცი, მაგალითად, ოქრიაშვილი რას იზამს. ძალიან სასიამოვნოდ გამაკვირვებს თუ გამოდის პარალელურად და ლაპარაკობს სადმე  კახა ოქრიაშვილი ,უფრო იმედიანად ვიტყოდი ცეზარ ჩოჩელზე, რომ არ შევლენ პარლამენტში იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა,“ – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...