ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩვენ მივიღეთ არა მცირე, არამედ სუსტი მთავრობა, ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა არა პოლიტიკური წინა ხაზი, არამედ პოლიტიკური რეზერვიც.

„ჩვენ მივიღეთ არა მცირე, არამედ სუსტი მთავრობა, ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა არა პოლიტიკური წინა ხაზი, არამედ პოლიტიკური რეზერვიც.

„ჩვენ არ მოგვისმენია არანაირი დიაგნოზი იმ პრობლემების, რამაც გამოიწვია მთავრობის ცვლილება. არ მოგვისმენია ახალი მინისტრების არანაირ გეგმა და ხედვა თუ რას გააკეთებენ უკეთესად. რაც შეეხება სურვილებსა და იდეებს, მე ვიცნობ ასობით მაღალი რანგის სპეციალისტს, რომელსაც არანაკლებ შეუძლია იდეებისა და სურვილების ფორმულირება, მაგრამ ისინი მინისტრებად და პრემიერებად არ ინიშნებიან. მინისტრებად და პრემიერებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებმაც მსგავს საქმეებში სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. კერძო ბიზნეს კომპანიის წარმატებული ფინანსისტი არ ნიშნავს, რომ ის იქნება საჯარო ფინანსები წარმატებული მმართველი. ვინაიდან, კერძო ბიზნესადმინისტრაცია და საჯარო ფინანსები ეს არის სრულიად სხვადასხვა სამყარო. ჯამში ჩვენ ვნახეთ პარტია „ქართული ოცნების“ სისუსტისა და მზარდი უუნარობის დემონსტრირება.

რაც შეეხება წულუკიანის თანამდებობაზე დატოვებას და შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორობის კანდიდატად არჩევას, იმ პირობებში, როდესაც  ასეთი საკადრო შიმშილია მმართველი პარტიის წიაღში, მე არაფერი აღარ მიკვირს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ჩვენ მივიღეთ არა მცირე, არამედ სუსტი მთავრობა. ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა არა პოლიტიკური წინა ხაზი, არამედ პოლიტიკური რეზერვიც. ის რაც შეიძლება სწრაფადაა შესაცვლელი.“-აცხადებს შენების მოძრაობის ლიდერი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com