ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი- ძველი რეჟიმი შეერწყა ახალს“-ირმა ინაშვილი

„ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი- ძველი რეჟიმი შეერწყა ახალს“-ირმა ინაშვილი

„ პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „პატრიოთთა ალაინსის“ 50 დეპუტატს უკვე დაწერილი აქვს განცხადება დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე, რადგანაც ისინი არ ცნობენ არალეგიტიმურ პარლამენტს:

50-ზე მეტ დეპუტატს აქვს დაწერილი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება, კანონი და რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ მოხდეს თანმიმდევრულად ამ განცხადებების განხილვა და არა ინდივიდუალურად, როგორც ეს დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს ჩვენთან მიმართებაში, ანუ ყველა ამ განცხადების განხილვა უნდა მომხდარიყო ერთად და არა ცალ-ცალკე. ახლა ჩვენთან მიმართებაში რა ხდება, „ქართულმა ოცნებამ“ გამოყო მაინც და მაინც „პატრიოტთა ალიანსის სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. სასწრაფოდ, გუშინ დასვენების დღეს შეიკრიბა საპროცედურო კომიტეტი, დაგვიკავშირდნენ, გვთხოვეს დადასტურება ჩვენი განცხადების, ხომ არ გადავიფიქრეთ?

ჩვენ, რა თქმა უნდა დავუდასტურეთ, რომ ძალაშია ჩვენი განცხადება, თუმცა ეს განაპირობა „ქართული ოცნები“ მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა არ გვინდოდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია „ქართული ოცნების“ უკანონო ქმედებით, არჩევნების გაყალბებით. „ქართულ ოცნებას“ ვარწმუნებ, რომ სამი ან ოთხი დეპუტატის შესვლა ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ მომსწრე იმასა, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს რეგლამენტს და კონტექსტიდან მოწყვეტით გადის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს ბოლშვეკური მმართველობის სტილს, ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა, მაგრამ „ქართულ ოცნებისგან“ ეს უკვე აღარ გვიკვირს. ჩვენ არ მოგვწონდა წინა რეჟიმის მმართველობის სტილი, ჩვენთვის ის მიუღებელი იყო, მაგრამ მე ვსაუბრობდი პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ შეიქმნა, დაიბადა, ჩვენ თვალწინ, ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი, ძველი რეჟიმი შეერწყა ახალს, ერთი გახდა ეს ყველაფერი და დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები, მითვისებულია ხელისუფლება, დღეს პარლამენტი უხეშად არღვევს კანონმდებლობას და ვითომ არაფერი და ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო?

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...