ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ჩვენ ვცხოვრობთ ერთ რეგიონში, რომლისთვისაც სტაბილურობა და მშვიდობა გადამწყვეტია”-სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენ ვცხოვრობთ ერთ რეგიონში, რომლისთვისაც სტაბილურობა და მშვიდობა გადამწყვეტია”-სალომე ზურაბიშვილი

დრო მოვიდა ჩვენი ქვეყნებისთვის, დავასრულოთ საზღვრის დელიმიტაცია – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, სომეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ არამხოლოდ ვიზიტით, არამედ იმ საუბრებით რაც დღეს გვქონდა. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ ვართ არამხოლოდ მეზობელი ქვეყნები, არამედ მეგობრული ქვეყნები. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ რეგიონში, რომლისთვისაც სტაბილურობა და მშვიდობა გადამწყვეტია. ჩვენს რეგიონში ბევრი გამოწვევაა და მთავარია ვიცოდეთ, რომ ერთადერთი ამ გამოწვევების წინაშე არის მშვიდობიანი გზა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ-საერთაშორისო ნორმებზე, რათა გადაწყდეს ის კონფლიქტები, რომელიც ანელებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას. ეს ყველაფერი გადის მოლაპარაკებებზე და დიალოგზე. საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტები, რომელიც არსებობს რეგიონში არანაირად არ იყოს შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა
ეკონომიკის და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრა.

„უნდა ვახსენო კულტურული დარგიც. ნამდვილად არ არის ჩვენი ურთიერთობები იმ დონეზე, როგორიც უნდა იყოს ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის და სადაც ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, რომ განვავითაროთ ეს დარგიც“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთში დღეს დაიწყო.პრეზიდენტის დელეგაციაში ლაშა ჟვანია,თეა წულუკიანი,დეპუტატები იმყოფებიან.

საღამოს კვლავ იქნება ოფიციალური მიღება პრეზიდენტის სახელით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სომხეთის კათალიკოსთან შეხვედრა“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ

სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი საგანელიძის განცხადებით ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს შეხვედრები ქართულ და სომხურ მხარეებს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.

“პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგი შეიცავს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში.
ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების ძალიან მაღალი დონეა, რაც უმნიშვნელოვანესი საფუძველია ჩვენი თანამშრომლობის სხვადსხვა მიმართულებით განვითარებისათვის და საჭიროა, ჩვენი საზოგადოებებისთვის“, – განაცხადა გიორგი საგანელიძემ.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com