ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩვენ არ ვიცით, თავში რა მოუვა მორიგ სააკაშვილს, „სამხრეთ ოსეთი“ შეშფოთებულია საქართველოს მილიტარიზაციით“- ანატოლი ბიბილოვი

„ჩვენ არ ვიცით, თავში რა მოუვა მორიგ სააკაშვილს, „სამხრეთ ოსეთი“ შეშფოთებულია საქართველოს მილიტარიზაციით“- ანატოლი ბიბილოვი

 სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი იბილოვმა ბოლო დღეებში ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, „სამხრეთ ოსეთი“ შეშფოთებულია საქართველოს მილიტარიზაციით, თუმცა ნაბიჯები იდგმება რუსეთთან უსაფრთხოების „ერთიანი კონტურის შესაქმნელად“-აცხადებს ბიბილოვი.

„გასაგებია, რომ საქართველო არ შეეგუება იმ პოლიტიკურ რეალობას , რაც ჩვენ გვაქვს. მეორე მხრივ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, სადაც ნათლად არის გაწერილი, რომ რომელიმე მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად განიხილება.

უსაფრთხოების ერთიან კონტურს ვქმნით. საქართველოში არც ერთ ქორს გამბედაობა არ ეყოფა ხელყონ ჩვენი მტკიცე განწყობა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო საზღვრები, ჩვენ არ ვიცით თავში რა მოუვა მორიგ სააკაშვილს. საქართველოს პოლიტიკა არალოგიკურია. საქართველოს პოლიტიკაში არ დევს ლოგიკა, რისი დასტურიც არის ის, რომ საქართველოს არ შეუძლია იმეგობროს რუსეთთან, რომელმაც ის თურქეთის, ირანის დაპყრობისგან გადაარჩინა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com