ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ჩვენ არ დავიშლებით,პოლიციელებმა აქცია დაარბიეს და “ენკას” ერთი ავზი საწვავი შეუტანეს”-ვარლამ გოლეთიანი

“ჩვენ არ დავიშლებით,პოლიციელებმა აქცია დაარბიეს და “ენკას” ერთი ავზი საწვავი შეუტანეს”-ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველები კვლავ აპროტესტებენ ნ ა მოხვანჰესის მშებებლობას.

„რიონის ხეობა შვიდ ადგილზე გვაქვს გადაკეტილი. ტვიშში, სადაც შედარებით ცოტა ხალხი იყო, ასობით პოლიციელი შევარდა, დაერივნენ აქციის მონაწილეებს და „ენკას“ ერთი ავზი საწვავი შეუტანეს. ჩვენ არ დავიშლებით. ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი.

‼ დღეს დაიწყო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით მედიაციის პროცესი. ორი აუცილებელი პირობა გვაქვს – სამუშაოები უნდა შეწყდეს; აიღონ რკინის ბარიკადები და მოგვეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. სხვა შემთხვევაში დიალოგის სივრცე არ იქნება. სადაც ადამიანებს ყოველდღე აწიოკებენ, მე ვერსად წავალ, ვერ გამოვეთიშები ამ მოვლენებს და ვერ დავჯდები მოლაპარაკებებზე. ეს საკითხები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე“.ასე პასუხობს რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი ვარლამ გოლეთიანი ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...