ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩვენც ოცნებიდან მოვდივართ – მათ რაც უნდა იკადრონ, ჩვენ არ უნდა ვიკადროთ“-გიორგი გახარია

„ჩვენც ოცნებიდან მოვდივართ – მათ რაც უნდა იკადრონ, ჩვენ არ უნდა ვიკადროთ“-გიორგი გახარია

საქართველოსათვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ რასაც ოცნება კადრულობს, იმას არ იკადრებს საქართველო.

: „ჩვენც ოცნებიდან მოვდივართ – მათ რაც უნდა იკადრონ, ჩვენ არ უნდა ვიკადროთ, რომ ჩვენი წარსული ვლანძღოთ და ვაძაგოთ“პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე, გიორგი გახარია დღეს ქარელში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის მიზნებსა და სამოქმედო პრინციპებზე ესაუბრა, რომელთა დაცვითაც პარტია ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და საარჩევნო პროცესში შესვლას აპირებს.„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც ოცნებიდან მოვდივართ – მეც ოცნებიდან მოვდივარ. ჩვენ ეს არც გაგვიკეთებია და არ უნდა ვიკადროთ – ჩვენი წარსულ არ უნდა ვლანძღოთ და ვაძაგოთ – იმისდამიუხედავად, იმათმა რაც არ უნდა იკადრონ. იქ ჩვენი ბევრი ღირსეული მეგობარი დარჩა. ოცნებაში მთავარი პრობლემა იყო, რომ რაღაც მომენტში პარტიამ უბრალოდ გადაწყვიტა – პარტიის იმ ვიღაც ახალმა გამოჩეკილმა ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ პარტიის ინტერესები უნდა დაეყენებინათ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე უფრო მაღლა. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და ამიტომ წამოვედი.“ – აცხადებს გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებისა და „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზზე .„ზოგიერთმა ვერც გაიგო რას ნიშნავს, როცა ვთქვით, რომ რავის წინააღმდეგ არა ვართ. ზოგიერთმა ისიც ვერ გაიგო როცა ვთქვით, რომ ჩვენ ჯერ ნაცები უნდა დავამარცხოთ და მერე უნდა შევუდგეთ ხელისუფლებაში სრულად მოსვლას. რატომ ვამბობ ამას – რა თქმა უნდა ჩვენ აქ უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ნაცების დამარცხება ჩემს გაგებაში ნიშნავს იმას, რომ 9 წლის შემდეგაც, როდესაც ამ ხალხმა ჩვევა და რიტორიკა არ შეიცვალა და მაინც პარლამენტში შევარდნით და ძალადობით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა – არ შეიძლება რომ ამ პარტიას ქონდეს იმხელა მხარდაჭერა, რომ მეორე იყოს და ყოველთვის ყველაზე დიდ ოპოზიციას ეძახდეს თავის თავს. ეს ვიგულისხმე, ეს ძალიან სწორია და დღესაც ამავე აზრზე ვარ.“ – ამბობს გახარია.გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისები დღეს ხაშურსა და ქარელში გახსნა.

13213215 კომენტარი7 გაზიარებამომწონსკომენტარის დატოვებაგაზიარება

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...