„ჩვენმა ეკლესიამ გადაარჩინა ქართული სარწმუნოება, ქართული კულტურა, ქართული ენა და დამწერლობა.
დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს კლდესა ზედა ავაშენო ეკლესია ჩვენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე, მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი“– ბრძანა პატრიარქმა.