ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩვენი მეთაური, 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა – “ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო”…-შინდისის გმირები

„ჩვენი მეთაური, 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა – “ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო”…-შინდისის გმირები

დიდება გმირებს მათ უკვდავ სულებს.

ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა-
მათ შინდისის გმირები ჰქვიათ
“რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუდან:

რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალთან ახლოს ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს და დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო: ქართველები, თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიცვალებულიც ბევრი გვყავდა და დაჭრილიც.
ესენი ვინ არიან, ეშმაკები, ქაჯები თუ ადამიანები? – ყვიროდა მეთაური.
– უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო.
15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა, თავისი ტექნიკით.
ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა.
როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ – თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა. ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავად მოისწრაფა სიცოცხლე.
ჩვენი მეთაური, 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა – “ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო”…
სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში.”

ეს მათი ბოლო ფოტოა.

( წყარო: ახალგაზრდული ერთობა)

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...