ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  „ჩერო“ –“დღეიდან ბაზარზე, ახალი  საბავშვო პროდუქტი  „ჩერო გმირები“ გამოჩნდება

 „ჩერო“ –“დღეიდან ბაზარზე, ახალი  საბავშვო პროდუქტი  „ჩერო გმირები“ გამოჩნდება

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია

 „ჩერო – ქა­ლაქ­ში ახა­ლი გმი­რე­ბი არი­ან

მორიგი სიახლე   სს „ქართული ლუდის კომპანიისგან –დღეიდან ბაზარზე ახალი  საბავშვო პროდუქტი  „ჩერო გმირები“ გამოჩნდება.

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით,  ბავშვებში „ჩერო“ საკმაოდ პოპულარული წვენია და  შესაბამისად „გმირები“ მათ ნატურალური წვენებისადმი სიყვარულს კიდევ უფრო გაზრდის.

„სურვილი გვქონდა შეგვექმნა პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებდნენ როგორც ხილებს, ასევე ვიტამიენებს და მათ დადებით თვისებებს. სურვილი რეალობად ვაქციეთ და ასე დაიბადა „გმირები“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი ირაკლი გელაძე.

სს „ქართული ლუდის კომპანიისთვის“ პროდუქციის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ჩერო „გმირები“ ჩვეულებრივი „ჩეროს“ მსგავსად ჩამოსხმულია ასეპტიკური ტექნოლოგიით, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას ხილში არსებული ვიტამინები და სასარგებლო თვისებები.

„თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ჩერო“ შეიცავს იმ საჭირო ვიტამინების დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის“, განმარტავს ბრენდმენეჯერი.

ჩერო „გმირები“ 5-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი საბავშვო სასმელია, რომელსაც 0,25 ლიტრიანი შეფუთვა აქვს და მასზე დატანილ გმირებში კარგად ჩანს თავად ამ გმირების ძლიერი მხარე და ის ვიტამინები, რომლებსაც თავის მხრივ წვენი შეიცავს და ბავშვებისათვის სასარგებლოა.

სასმელის შეფუთვაზე გამოსახული სხვადასხვა გმირები განასახიერებენ ბავშვებს სუპერ შესაძლებლობებით.

ალუბალი – ალუდაბალი(ტყუპები, ქარივით სწრაფები);

ვაშლი – კაპიტანივაშლი(რკინასავით ძლიერი);

ფორთხოალი – დოქტორიცევი(მკურნალი, ცნობისმოყვარე);

ბროწეული – ბროწომაგი(ინტელექტუალი);

მულტიხილი – მულტიგოგო(ჭკვიანი, გაჯეტების მოყვარული, თანამედროვე);

სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „ჩეროს“ ხაზის განვითარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გეგმები აქვს.

ჩერო „გმირები“ კიდევ ერთი ნაბიჯია ამ ბრენდის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში, ასევე ექსპორტიორ ქვეყნებში.

2018 წლის ბოლომდე „ჩერო“ კიდევ 2 ახალი სახეობის დამატებას გეგმავს, რაც „გმირების“ პორტფელში ავტომატურად  2 ახალი გმირის დამატებას გულისხმობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com