ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / რას უპირებდნენ ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში-„ჩემმა სტატიამ გადაარჩინა, რომ მეორე დღეს არაქურდული იყო ჩაფიქრებული, …კარგად აუფრიალებიათ “იმათ” “ის”, რაც აგიფრიალეს, ირაკლი…“-დარეჯან მეფარიშვილი

რას უპირებდნენ ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში-„ჩემმა სტატიამ გადაარჩინა, რომ მეორე დღეს არაქურდული იყო ჩაფიქრებული, …კარგად აუფრიალებიათ “იმათ” “ის”, რაც აგიფრიალეს, ირაკლი…“-დარეჯან მეფარიშვილი

  ჟურნალის დარეჯან მეფარიშვილის პოსიდან:

დასაწყისშივე აღვნიშნავ, არაფერი მაოცებს…
ირაკლი ოქრუაშვილი რომ დააკავეს, იმ დღეს, ჩემი მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით სამნი… 
დამირეკეს, ოფისში შემოგვივარდნენო და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი.
იმ დროს მივუსწარი, რომ გამოყავდათ. 
არადა, ერთი საათით ადრე, ნინო სამხარაძე ელაპარაკა – ერთ საათში დამირეკე და მოგცემ ინტერვიუსო…
ხალხით იყო გადაჭედილი იქაურობა – ი-რა-კლი, ი-რა-კლი, – იყო შეძახილები. 
არასდროს დამავიწყდება, ოქრუაშვილის სახე…
შემეცოდა…
უცებ დამავიწყდა ვისი მეგობარი იყო, უცებ დამავიწყდა როგორ “მოიგო” ადვოკატურაში მოღვაწეობისას ერთადერთი, პირველი და უკანასკნელი საქმე – ჯეოსელი! უცებ დამავიწყდა კარიერა როგორ გაიკეთა.
ჩასვეს.
რთხელ, უკვე რედაქციიდან გამოსულს, ერთმა ადვოკატმა დამირეკა… მივბრუნდი უკან, რედაქციაში.
მეორე დღეს მთელმა საქართველომ და მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ, “ალიაში” გამოქვეყნებული ჩემი წერილიდან შეიტყვეს, რომ წინა ღამით ირაკლის საკნის კარი ღიად დატოვეს და რომ ქურდები “მიუშვეს” და რომ ქურდებმა არაკაცობა არ იკადრეს…
ტელევიზია არ დარჩა, გაზეთი, სააგენტო ამის შესახებ რომ არ ლაპარაკობდა, თუ წერდა…
გზადაგზა გაირკვა რომ მისი ოჯახის მიმართ ძალიან სერიოზულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი…
მერე მითხრეს, რომ ჩემმა სტატიამ გადაარჩინა, რომ მეორე დღეს არაქურდული იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ხმაურმა და იმან, რომ ბევრი “ფირმაჩი” დაინტერესდა ამ ამბით, გეგმები შეაცვლევინა ადმინისტრაციას…
ამ დღიდან ცოტა ხანში ე.წ. მონანიების კადრები გავიდა ეთერში….
ახლა ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილს შეუძლია უარყოს, მაგრამ ეს ასე იყო…
ოდა, კარგად აუფრიალებიათ “იმათ” “ის”, რაც აგიფრიალეს, ირაკლი…
პ.ს. ჩავამატებ აქვე: ცუდი და ამაზე უარესი ისაა, რომ როცა ციხიდან 5 მილიონის სანაცვლოდ ქიბარ ხალვაშმა ოქრუაშვილი ციხიდან გამოათრია, ციხეში ის ბიჭები დარჩნენ, ვინც მართლა უდანაშაულონი იყვნენ და ვინც ოქრუაშვილის გამო დააკავეს. თავად პარიზში ნებივრობდა, ის ბიჭები კი 2012 წლის შემდეგ გამოვიდნენ ციხიდან. აი, ესა ცუდი.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com