ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა -გთხოვთ დამიჭიროთ მხარი პარტიის დაფუძნებაში”

“ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა -გთხოვთ დამიჭიროთ მხარი პარტიის დაფუძნებაში”

პატიმრობაში მყოფი გოგი წულაია პარტიას აფუძნებს. წულაიას მიმართვა ფეისბუქ გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ის გულშემატკივრებს მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ გულშემატკივრებო გლდანის 18-ე სამკურნალო სასჯელაღსრულების 405 საკნიდან .

მინდა გითხრათ , რომ როდესაც დავტოვე პარტია “თავისუფალი საქართველო” , ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას , ნუ აქ ყოფნამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა პარტიის დაარსება.

პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი . ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა , იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ , ასევე თვითმმართველობის გაძლიერების მიმართ , რომ ახლანდელი თვითმმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე აი ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი , რადგან ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმმართველობას , სამართლიანობას და მრეწველობას , რომელიც გადაარჩენს ქვეყანას.

მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს , მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში .

გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის.

თქვენი გოგი წულაია , მადლობა ყველა იმ ადამინს ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტიის შექმნაში ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში !” ნათქვამია გოგი წულაიას განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს”

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო. „ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული ...