ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩემი ცოლის დაწვას ვერ გადავიტან- რა ვუთხრა ბავშვებს, დედას ჭიშკართან ატირებული პატარა ნიკოლოზი ელოდება“(ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაწვას ვერ გადავიტან- რა ვუთხრა ბავშვებს, დედას ჭიშკართან ატირებული პატარა ნიკოლოზი ელოდება“(ვიდეო)

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

https://www.facebook.com/watch/?v=1044751045895206

ირა ნაჭყებია, მეუღლესთან ერთად მადრიდში გასულ თვეს, სიმსივნის სამკურნალოდ გაემგზავრა, 16 მარტს კი კორონავირუსით დაინფიცირდა და 20 მარტს გარდაიცვალა.

სპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ნაჭყებიას ოჯახი მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, საქართველოში ცხედრის გადმოსვენებას ვერ ახერხებს, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით კი, ცხედარს კრემაცია უნდა ჩაუტარდეს, განიხილება მეორე ვერსიაც – ცხედარი ადგილობრივ სასაფლაოზე დაიკრძალოს, რა შემთხვევაშიც ოჯახს გადმოსვენების უფლება 5-დან 7 წლამდე ვადაში ექნება.

ახალგაზრდა ქალის ქმარი, მამუკა ნაჭყებია მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში, ორ კვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფება.

იგი “მთავარ ახრთან” მისი მეუღლის გარდაცვალები დეტალებზე საუბრობს და ხელისუფლებას სთხოვრ, რომ დაეხმაროს.

„გთხოვთ, ეს საცოდავი გოგო გადმომასვენებინოთ. საქართველოდან რომ მოვდიოდი ბავშვებმა მთხოვეს დედა ჯანმრთელი ჩამომიყვანეო. ჯანმრთელი ვერ მიმყავს და მკვდარი მაინც მივუყვანო თავის შვილებს. ბავშვები ტირიან, მას პატარა ნიკოლოზი ელოდება. იციან რომ დედა გარდაეცვალათ.

საკონსულოში მითხრეს, რომ ეპიდემიის გამო გადასვენება ვერ ხერხდება. მეუბნებიან დავწვათ, ან დავასაფლავოთ და 5 თუ 7 წლის შემდეგ შეგეძლებათ საქართველოში გადასვენებაო. აქაური კანონმდებლობით ასეაო. 5-7 წლის მერე სად დავასაფლავო.

რა ვუთხრა ბავშვებს, რომლებიც ჭიშკართან ატირებულები ელოდებიან დედას, დავტოვე დედა ესპანეთში და ჩამოვედი საქართველოში-თქო?! გეხვეწებით დამეხმარეთ რამენაირად და თუ გადავასვენებ, საერთოდ არ მივიყვან სახლში, პირდაპირ სასაფლაოზე წავიყვან და დავასაფლავებ“- ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

https://www.facebook.com/watch/?v=1044751045895206

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა (1989 წლის ...