ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ჩემთვის ძალიან კომფორტული და კარგი იქნებოდა გირგვლიანის საქმე მე რომ არ განმეხილა“-ლევან მუსუსიძე

„ჩემთვის ძალიან კომფორტული და კარგი იქნებოდა გირგვლიანის საქმე მე რომ არ განმეხილა“-ლევან მუსუსიძე

„ჩემთვის ძალიან კომფორტული და კარგი იქნებოდა გირგვლიანის საქმე მე რომ არ განმეხილა

არ მგონია, მოსამართლისთვის რომელიმე გადაწყვეტილება საამაყო იყოს ან ნაკლებ საამაყო. მოსამართლე ვალდებულია ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მასთან იქნება განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნია კანონიერად და შეესაბამება მის შინაგან რწმენას. მე ათასობით საქმე მაქვს განხილული და არ არის სალაპარაკო რომელია საამაყო და რომელი ნაკლებ. ნებისმიერი საქმე არის მნიშვნელოვანი, ეხება ადამიანის ბედს და ის კონკრეტული საქმე იმ ადამიანისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მოსამართლე ვალდებულია მიუდგეს ერთნაირი გულმოდგინებით და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებაც, რაც სწორად მიიჩნია და თუ არ არის სწორი ზემდგომი ინსტანციები არსებობს. მოსამართლეს არ აქვს არჩევანი- რომელი საქმის განხილვა მოსწონს ან აირჩიოს საქმე. ჩემთვის ძალიან კომფორტულ და კარგი იქნებოდა თუ ამ საქმეს მე არ განვიხილავდი, რადგან ამ საქმის განხილვაში მე მომიწია მონაწილეობის მიღება, მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად“,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com