ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, ჩვენ მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები და ამას სამწუხაროდ, რეაგირება და შეფასებები არ მოყოლია“-კახა კალაძე

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, ჩვენ მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები და ამას სამწუხაროდ, რეაგირება და შეფასებები არ მოყოლია“-კახა კალაძე

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა. ამაზე ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება და ბევრჯერ გავიმეორებ. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. ჩვენ თუ შევხედავთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში არჩევნების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მათი ინსპირირებულია მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ის დღის წესრიგი, რაც შემოგვთავაზეს და რომელიც დაფუძნებული იყო სიძულვილზე, სიცრუეზე, ძალადობის მოწოდებებზე. ჩ

ჩვენ მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები და ამას სამწუხაროდ, რეაგირება და შეფასებები არ მოყოლია. დღეს, სამწუხაროდ, ყველამ ერთად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და ეს არის ძალიან ცუდი. კატეგორიულად მიუღებელია ის ლექსიკა და საუბარი, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვისმენდით, პირდაპირ დედის გინებაზე იყვნენ გადმოსულები.

კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია იმ ენით საუბარი სატელევიზიო ეთერებიდან, რასაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვისმენდით. ეს ყველაფერი საზოგადოებაზე აისახება და ეს ქურთუკი არ არის ადამიანმა გაიხადოს და თაროზე შემოდოს. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ყველა ერთად ვიმკით იმ შედეგებს, რაც ხდებოდა ამ თვეების განმავლობაში. ყველა უნდა შევჯერდეთ – ხელისუფლება, ოპოზიცია, რომ ასეთი ლექსიკა ტელევიზიებიდან, დებატებიდან, კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა კალაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com