ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა რა ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ

ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა რა ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ

სერგი კაპანაძემ ყოფილ მთავარ პროკურორს იმის თაობაზე დაუსვა შეკითხვა, შესრულებულად თვლის თუ არა იგი მის მიერ გაცემულ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებები.

„საქმის მასალებით დგინდება, რომ არ იქნა ამოღებული მირზა სუბელიანის შვილის ტელეფონი, არ იქნა ამოღებული მიმოწერა, არ იქნა გაჩხრეკილი სახლი, სუბელიანი არ იქნა დაკითხული, სუბელიანის მეუღლე არ იქნა დაკითხული, მ.კ.-ს სახლი არ იქნა გაჩხრეკილი, მისი ტანსაცმელი არ იქნა ამოღებული, მისი მიმოწერა არ იქნა ამოღებული და ა.შ. ფაქტია, რომ არ განხორციელებულა ეს 10-12 მოქმედება. თქვენ რომ დავალება გაეცით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ყოფილიყო ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა კავშირი ჰქონდათ მომხდართან თქვენი თანამშრომლის (მირზა სუბელიანის) შვილსა და მის ნათესავს, ამ გადასახედიდან როგორ თვლით, შესრულდა თქვენი დავალება თუ არა?“ – ამ კითხვით მიმართა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ირაკლი შოთაძეს.
შოთაძემ, თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ის დავალებას შესრულებულად მიიჩნევს. 
„მე ვთვლი, რომ მივიღე სრული ინფორმაცია მკვლელობაში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ჩემი დავალება შესრულებულია, მე რაც მაინტერესებდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებით, ეს გავიგე. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა რა ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,“განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com