ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ჩალით დახარული ქვეყანა“-გოგი წულაია პერფომანსით მოქალაქე მაყვალა დანგაძის პრობლემას გამოეხმაურა

„ჩალით დახარული ქვეყანა“-გოგი წულაია პერფომანსით მოქალაქე მაყვალა დანგაძის პრობლემას გამოეხმაურა

გოგი წულაია პერფომანსით მოქალაქე მაყვალა დანგაძის პრობლემას გამოეხმაურა. წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა ჟონეთში მის კუთვნილ ნახევარ ჰექტარ მიწაზე ფირმა გრანიტის ქვას უკანონოდ მოიპოვებს. მოქალაქემ სარჩელით სასამართლოს 4 წლის წინ მიმართა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის. მაყვალა დანგაძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრება.

“ჩემს ტერიტორიაზე, რომელიც ნახევარ ჰექტარს შეადგენს, კარიერული სამუშაოები მიმდინარეობს. ჩემი საკუთრების გამოყენების საშუალება არ მეძლევა. სამართალს ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ,” – აცხადებს ქალბატონი.პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პერფომანსი გამართა. “ქვეყანა ჩალითაა დაფარული”,- განაცხადა წულაიამ და აღნიშნულის ნიშნად სიმბოლურად სასამართლოსთან ერთი კონა ჩალა მიიტანა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com