ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია“-ზაზა სარალიძე

“ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია“-ზაზა სარალიძე

“ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია“

– განუცხადა ტელეკომპანია „TV პირველს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ. მან „TV პირველს“ უთხრა, რომ ელოდა მიხეილ კალანდიას დაკავებას.

,,ამის მოლოდინი ყოველთვის მქონდა რა დროსაც ეს ბრძოლა დავიწყე. ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში. იმ დღიდან, ყოველდღე, არ შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსის მქონე მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com