ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „შუქი, წყალი, გაზი და ა.შ. შემცირებულა 36 პროცენტით- რომ არაფერი შემცირებულა, ეს კარგად ჩანს ტარიფებში“-სტატისტიკის ეროვნული სამსახური ცრუობს

„შუქი, წყალი, გაზი და ა.შ. შემცირებულა 36 პროცენტით- რომ არაფერი შემცირებულა, ეს კარგად ჩანს ტარიფებში“-სტატისტიკის ეროვნული სამსახური ცრუობს

„სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი და ოი საოცრებავ, ქვეყანაში ფასები არ გაზრდილა.

ეს შედეგი მიიღეს მანიპულაციების შედეგად. თურმე, გასული წლის განმავლობაში სახლთან დაკავშირებული ხარჯები: შუქი, წყალი, გაზი და ა.შ. შემცირებულა 36 პროცენტით. რომ არაფერი შემცირებულა, ეს კარგად ჩანს ტარიფებში, მაგრამ საქსტატმა პანდემიის დროს კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობით შეამცირა ამ კატეგორიის საქონლის ფასი.

ესაა რეალური სურათის დამახინჯება და ფასებით პოლიტიკური მანიპულაცია. სუბსიდირების თანხები შეიძლება გამოყენებული იქნას სიღარიბის დონის განსაზღვრისას და არა ფასების დადგენისას.

უკვე მერამდენედაა, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური არაკეთლსინდისიერ ქცევაშია შენჩნეული, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ რიცხვებით ჟონგლიორობაში გამოიხატება. ეს უკვე მეტისმეტია. ამ უწყების ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.“- ექსპერტი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურს სიოცრუეში ამხელს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...