ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “შუბლს გაგიხვრეტ”, “შენს სისხლს დავლევ”-მე, დედაჩემმა და ჩემმა ჟურნალისტმა დამ არაერთხელ მივიღეთ სასიკვდილო მუქარის შემცველი გზავნილები“- თეიმურაზ გორჯესტანი

“შუბლს გაგიხვრეტ”, “შენს სისხლს დავლევ”-მე, დედაჩემმა და ჩემმა ჟურნალისტმა დამ არაერთხელ მივიღეთ სასიკვდილო მუქარის შემცველი გზავნილები“- თეიმურაზ გორჯესტანი

 

 

„გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად, სამივე მიმართულებით გაჟღერდა – “შუბლს გაგიხვრეტ, “თქვენ სისხლს დავლევ”. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან – ყოფილი სამხედროები დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მეთაურებთან“,  ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალების სახელით, იმ ძალის, რომელიც ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა – განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, 9, 10 და 11 ნოემბერს, მისმა შვილებმა თეიმურაზმა და ქეთევანმა და პირადად მან მიიღეს ხმოვანი შეტყობინებები სიცოცხლის მოსპობის მუქარით. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„სოციალურ ქსელებში თანხვედრილი, იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმული მუქარები რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება. ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად, ერთი პოლიტიკური მოძრაობის შიდა, თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და სერიოზულად უნდა იყოს მიღებული მისი ოჯახის მიმართ სიცოცხლის მოსპობით მუქარა.

ზურაბიშვილმა მიმართა შსს-ს, რათა მათ რეაგირება მოახდინონ და ასევე მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება მიაქციონ არჩევნების დროს ქვეყანაში შუღლის განვითარების პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის მოხდენის მცდელობებს.

საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და მუქარის მუხლებით დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ  გამოძიება ინტესიურად წარიმართება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სიცოცხლის მოსპობის სმს გზავნილებთან  დაკავშირებით, თავად სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა 

სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

“ძვირფასო მეგობრებო, მე, დედაჩემმა და ჩემმა ჟურნალისტმა დამ არაერთხელ მივიღეთ სასიკვდილო მუქარის შემცველი გზავნილები. ამ სიტყვებზე კომენტარიც ზედმეტია: – “შუბლს გაგიხვრეტ”, “შენს სისხლს დავლევ”. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა.

მათი ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფილი სამხედრო ოფიცრები, რომლებიც მათი სოციალური ქსელის პროფილების მიხედვით დაკავშირებულნი არიან ოპოზიციური პარტია -“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან. მსგავს მუქარები არის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” სისტემატური მცდელობებისა რომ შექმნან სიძულვილის ატმოსფერო, დაძაბონ ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ეს არის ის, რის წინააღმდეგაც იბრძვის სალომე ზურაბიშვილი.

ჩემ ჟურნალისტ მეგობრებს ვთხოვ, რომ გაავრცელონ ეს ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა და ამერიკაში”, –  წერს თეიმურაზ გორჯესტანი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com