ახალი ამბები
Home / Uncategorized / შს მინისტრობის დროს გიორგი გახარიამ შეძლო სიტუაციის მართვა

შს მინისტრობის დროს გიორგი გახარიამ შეძლო სიტუაციის მართვა

შს მუნუსტრის ყოფილი მოადგიკელე,გიორგი გახარიას თავ თანარტიელი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს,რომ „გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა იმის გამბედაობა და უნარი, როდესაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა – ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა, არც უნარი და იმის ნაცვლად რომ ეს გულწრფელად ეთქვა და ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო – დაუშვა ის, რაც დაუშვა“.

რაც შეეხება უმართავ პროცესებს,გიორგი გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს მას შეეძლო სიტუაციის განმუხტვა.

„იმ უმართავ პროცესებზე, რომელიც გუშინ ხდებოდა მთლიანად პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც ამოეფარა ხალხს. ხელისუფლება ამას ასაღებს როგორც საზოგადოების მხრიდან დაკვეთილ ძალადობას, ფაქტიურად საზოგადოებას აყენებს ამით შეურაცხყოფას. ვერ ვნახე ვერც ერთი ადამიანი, მათ შორისაც რომლისთვისაც მიუღებელი იყო პრაიდის ღონისძიების ჩატარება, მაგრამ რომელიც ძალადობას ამართლებს.“- ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი – ნათია მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ არათუ დაპირისპირების განმუხტვის სურვილი არ აჩვენა, არამედ მის გაღვივებაში მიიღო მონაწილეობა.

„ამ ხელისუფლებას იმის უნარი არ აქვს, რომ ამ დაპირისპირება განმუხტოს – ფაქტიურად ყველაფერი გააკეთა რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაღვივებულიყო. მას შეეძლო მარტივი რამ გაეკეთებინა – საკუთარ თავზე აეღო ღონისძიების არ ჩატარებაზე პასუხისმგებლობა და შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ამის პოლიტიკური ფასიც გადაეხადა. მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მისაღებად არც გამბედაობა ეყო, არც კვალიფიკაცია და არც უნარი – მთელი ეს პასუხისმგებლობა გადაიტანა ხალხზე. და ეს გახლავთ რეალობა. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ ვერ არის ეს ხელისუფლება ამ დაპირისპირების განმმუხტავი.’’ – ამბობს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილმა მედიის კითხვებსაც უპასუხა – რითი განსხვავდებოდა მიმდინარე მოვლენები გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდისგან, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ მსვლელობის მსურველებს არ მისცა ღონისძიების დაგეგმილი ფორმებით ჩატარების შესაძლებლობა.

„პირდაპირ გეტყვით, გიორგი გახარიას ყოველთვის ჰქონდა იმის გამბედაობა და უნარი, რომ როდესაც არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა – რაც არ უნდა მოსაწონი ყოფილიყო ეს ან არ ყოფილიყო. ამ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ დაპირისპირების თავიდან არიდების არც რესურსი ჰქონდა, არც უნარი ჰქონდა და იმის ნაცვლად, რომ გამოსულიყო, ეს გულწრფელად ეთქვა და ხისტი გადაწყვეტილებები მიეღო – ამის ნაცვლად დაუშვა ის, რაც დაუშვა და ახლა ამის მოგვარების უნარი არ აქვს. ხან უკაცრავად და ხალხს ჰკიდებს ამ ტვირთს და ამ პასუხისმგებლობას, რომ თითქოს საზოგადოება ძალადობას ამართლებს და ეს არის საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა – ხან ვერ ხვდება რას აკეთებს, ეკლესიას ჰკიდებს პასუხისმგებლობას, რომ ეკლესია ამართლებს თითქოს. ანუ, ვერ ხვდება, რამდენად დიდ ზიანს აყენებს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოსაც, საზოგადოებასაც, ინსტიტუტებსაც და აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციას, რომელსაც მითითება აქვს მიცემული, რომ უბრალოდ, არ გაინძრეს… ბოლო 48 საათის განმავლობაში ქუჩაში დღისით, მზისით, მოქალაქეებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს თავს ესხმიან, შენობებში იჭრებიან, აზიანებენ სხვადასხვა ნივთებს, ასეთი რამე გახსენდებათ აი იმ მოვლენების დროს რაზეც მეკითხებით? – ვერ გაიხსენებთ! გამოხატვის თავისუფლების სრულად რეალიზების უფლება მაშინ ადამიანებს მიეცათ თუ არა, ეს სამსჯელო და საკამათო საკითხია, მაგრამ ძალადობაზე როცა ვსაუბრობთ, ვერ გაიხსენებთ ასეთს, ახლა რაც ხდება – განუკითხაობა, რომლის მოგვარების უნარი არაა – დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა და მოგვარებული იქნებოდა.“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბათუმში კორპუსის ნგრევა სავარაუდოდ აფეთქებას მოჰყვა

თვითმხილველები ბათუმში, 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ნგრევა, ...