ახალი ამბები
Home / Uncategorized / შსს-მ შალვა მელიქიშვილი ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა

შსს-მ შალვა მელიქიშვილი ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა

ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ტერიტორიას უკვე ტოვებენ. სპეციალური ტექნიკა ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფება.

„რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, – განაცხადა ყვარელში, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა მელიქიშვილი ყვარელში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

“ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული, სხვა ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კოზვიაშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 3 საათის წინ შეიჭრა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...