ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / შოთა დიღმელაშვილი მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების მოლაპარაკებებზე დაშვებას ითხოვს

შოთა დიღმელაშვილი მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების მოლაპარაკებებზე დაშვებას ითხოვს

რც მეტი და არც ნაკლები, ახლა ხელისუფლების მიერ შექმნილ მოლაპარაკების ფორმატში გარდა ოპოზიციისა მასში მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებიც ითხოვენ ჩართვას, რაზედაც „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ მორიგი ტყუილით ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უბამს, თითქოს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას ცდილობს– ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ, პროპორციული არჩევნებია. სირცხვილიას“ არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს და აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს. ამასთან, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში. თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევთავაზეთ. სხვა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, არ გვაინტერესებს”, – წერს შოთა დიღმელაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მარია ზახაროვა:„რუსული ენის კურსები, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება?“

~ საუბარი ეხება რუსული ენის კურსებს, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,  გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com