ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / შიმშილით დავიხოცებით? „მთავრობამ მითხრა პირობითად მე წადი შენიო, ფეხებზე მკიდიხარ, მე მხოლოდ შედარებით “შეძლებულ” ხალხზე ვზრუნავო“(ვიდეო)

შიმშილით დავიხოცებით? „მთავრობამ მითხრა პირობითად მე წადი შენიო, ფეხებზე მკიდიხარ, მე მხოლოდ შედარებით “შეძლებულ” ხალხზე ვზრუნავო“(ვიდეო)

https://www.facebook.com/newpostsgeorgia/videos/798298707565589

„მოკლედ მთავრობამ მითხრა პირობითად მე წადი შენიო, ფეხებზე მკიდიხარ, მე მხოლოდ შედარებით “შეძლებულ” ხალხზე ვზრუნავო. ველოდი 24 დეკემბრის მოსვლას მეთქი წავალ საახალწლოდ მაინც ჩემ ოჯახთან შევხვდები ახალ წელს და უცებ, არა აღარ ვხსნით ტრანსპორტსო. მანქანა არ გყავს ვერ გახვალ ქალაქიდანო. ადამიანებს, ვისაც მცირე შემოსავალი აქვს წირავენ, ვინც შეძლებულია, მხოლოდ მათზე ზრუნავენ. ისინი ვინც “ტუსოვკებს” აწყობენ, გააკეთონ და გაავრცელონო, პრევენციას ვერ ვხედავ ამის. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობა, დიდი მადლობა ბატონო ბიძინი“-იაგო ნაცვლიშვილი

გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, რომელშიც გაანალიზებულია 2012-2018 წლების მონაცემები, 0 ქულა არის საუკეთესო, ხოლო 100 ყველაზე ცუდი და 4 ძირითადი კრიტერ­იუმით განისაზღვრება, მათ შორის კვების­ ნაკლებ­ობით, ბავშვის შიმშილის დონით, ზრდის შეჩერებითა და სიკვდილიანობით. ოთხივე კრიტერიუმის დაჯამებით საქართველოს გასულ წელს 9,2 ქულა მიენიჭა. მაგალითად, 2010 წელს ამ ინდექსში 8,4 ქულა გვქონდა, ანუ მონაცემი გაუარესებუ­ლია. ამავე კვლევით, ჩვენი მოსახლეობის 7,9% არასაკმარისად იკვებება, 5 წლამდე ბავშვების 4,3% შიმშილობს, 10,5%-ს არასრულფასოვანი კვების გამო ზრდის პრობლემები აქვს, ბავშვთა სიკვდილიანობა კი 1,1%-ს შეადგენს. ასე რომ, სანამ ქვეყანაში ერთი ბავშვი მაინც შიმშილობს, პოლიტიკოსებს­ თვითკმაყ­ოფილების მიზეზი არა აქვთ. მით უფრო, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთს ამ ინდექსში ჩვენზე უკეთესი – 7,8, აზერბაიჯანს – 7,4, რუსეთს – 5,8 და თურქეთს – <5 ქულა აქვთ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...