ახალი ამბები
Home / აქცია / შვილმოკლული მამების კარვებში გამათბობელი და ელექტროენერგია დამონტაჟდა

შვილმოკლული მამების კარვებში გამათბობელი და ელექტროენერგია დამონტაჟდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თბილისის მერია კარვებში ელექტროენერგიას და გამათბობლებს დაუმონტაჟებს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პირველ არხს განუცხადა, გამათბობლების დამონტაჟება უკვე მიმდინარეობს. სარალიძის თქმით, დღეს აქციაზე თბილისის მერის კახა კალაძის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ადგილზე აღნიშნული მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო.

ინფორმაციას ადასტურებს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.

„მე არასდროს არაფერზე მიტრაბახია, სიმართლე უნდა ვთქვა. იქ შუქი იყო, უბრალოდ თვითნებურად, კუსტარულად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შეიძლება, პრობლემა წარმოქმნილიყო და შსს-სთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ ის, რომ ელემენტარულად, ექნებათ ელექტროენერგიის წყარო, რათა ადამიანები არ დაზიანდნენ. მხოლოდ ეს იყო, მე მგონი, აქ სატრაბახო არაფერი არ არის“, – განაცხადა „იმედის“ ეთერში კახა კალაძემ.

პარლამენტთან რამდენიმე თვეა, შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. წყარო”„პირველი არხი“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com