ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გოგონა მოძალადე დედას გამოექცა-„ამბობდა, რომ დედის გამო წამოვედი, მიშველეთ, თუ არა თავს მოვიკლავო და ამ ბავშვმა შეიფარა“

შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გოგონა მოძალადე დედას გამოექცა-„ამბობდა, რომ დედის გამო წამოვედი, მიშველეთ, თუ არა თავს მოვიკლავო და ამ ბავშვმა შეიფარა“

„თვითონ ჩამოვიდა ეს გოგო თავიდან, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარო და თუკი არ შემიფარებ და არ წამიყვანო, თავს მოვიკლავო, ბავშვი იძულებული გახდა. არც ასაკი იცოდა, სხვათა შორის, სანამ მშობლები არ ჩამოვიდნენ და არ თქვეს, რომ პატარა იყო და არ შეიძლებოდა ჯერ გათხოვება და წასვლითაც, არც წაყვა და არც წაიყვანეს, მშობლებმაც არ იძალავეს.მიშო  უდანაშაულოა ყველა ვარიანტში, ნამდვილად არ უნდა დააკავონ, ჯერ არ იცოდა რა ასაკის იყო. გამოექცა დედას, ამბობდა, რომ დედის გამო წამოვედი, მიშველეთ, თუ არა თავს მოვიკლავ და ამ ბავშვმა შეიფარა. მშობლები ჩამოვიდნენ, ასაკი კი გავიგეთ, მაგრამ არ გაჰყვა მშობლებს და არ უძალადიათ წაყვანა და მართლა მსხვერპლია მიშო,“ – განაცხადა ნათლიამ, ელგა ოდოსაშვილმა.

8 თვის შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის მეუღლის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბრალდება, რომელიც შესაძლოა ბიჭს წაუყენონ უსამართლოა, რადგან გოგონა თავად მივიდა მასთან და უთხრა, რომ დედის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო და თუ არ მოიყვანდა ცოლა თავს მოიკლავდა.

ამის შესახებ ბავშვის მამის, მიშა დვალიშვილის ნათლიამ და მამიდამ ისაუბრეს.შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშა დვალიშვილს შესაძლოა ბრალი წაუყენონ მუხლით, რომელიც 18 წლამდე მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქმარი(ვაშაძე) რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ცოლი(ანანიაშვილი) ამ დროს კრემლშია

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com