ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „შვილებს გიხოცავენ ხალხო, ჩვენს შვილებს ხოცავს ეს მანიაკი, ეს არანორმალური“-ლევან ბერძენიშვილი გიორგი გახარიაზე

„შვილებს გიხოცავენ ხალხო, ჩვენს შვილებს ხოცავს ეს მანიაკი, ეს არანორმალური“-ლევან ბერძენიშვილი გიორგი გახარიაზე

 

 

ყოფილი   დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი შს მინისტრ  გიორგი გახარიას გადადგომაზე ასეთ კომეტარს აკეთებს:

„ამდენი ტყუილი, ამდენი ცილისწამება, ამდენი ბოღმა, ამდენი სისულელე,ამდენი უვიცობა… ცხოვრებაში არ მინახავს. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ინტერვიუთი გამოვიდოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და საზოგადოებაში კიდევ დარჩებოდა ვინმე, ვისაც დარჩებოდა შეკითხვები – პირველი არის თუ არა ეს ნორმალური ადამიანი?! – მე მგონი, ეს არ არის ნორმალური ადამიანი. მეორე: რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა ცხოვრებაში უკისრია?! – მე მგონი არა. მან შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდებს, მან შეურაცხყოფა მიაყენა სიმართლეს. მან, რომელმაც ბოდიში მოიხადა ყველაფერზე, ბოდიში არ მოიხადა ბავშვებს რომ თავლები დათხარა, ხალხი დაასახიჩრა, დევნის ოპერაციაზე გასცა ბრძანება – ამაზე არ მოიხადა ბოდიში. მოვიგერიეთო ამბობს – მოგერიება თუ იყო თავიდან, დილის 06:00 საათზე რაც ხდებოდა, ის რა იყო მაშინ?! ჩვენი საზოგადოება ან თავს იბრმავებს ან იმდენად არიან შეშინებული პოლიტიკურად რომ ვინმე არ მობრუნდეს, აშკარა რაღაცაზე ხმას არ იღებს.~

შვილებს გიხოცავენ ხალხო, ჩვენს შვილებს ხოცავს ეს მანიაკი, ეს არანორმალური. ვფიქრობ, ამის მხარდამჭერები გონზე არ არიან. საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ყველაფერი გაირკვეს“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com