ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / შარლ მიშელი ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს

შარლ მიშელი ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს პრემიერ-მინისტრან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

„ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე და შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს შედეგები. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებ არსებულ მდგომარეობას, პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას. ჩვენი გუნდი მზადაა, რომ დარჩეს ერთგული, სხვა პარტნიორებთან ერთად ჩაერთოს ამ პროცესში. იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება დღეს ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული“,-აღნიშნა შარლ მიშელმა.

„ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი“-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ინიციატივა, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა სწორად გამოვიყენოთ და მხარეები დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ. დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს. დიალოგი უნდა იყო მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს. ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეკლესიაში ჩაბუდებული შადიმანები ჩვენს პატრიარქს აუჯანყდნენ“

„ახლა როცა „ეკლესიაში ჩაბუდებული შადიმანები ჩვენს პატრიარქს აუჯანყდნენ!ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ დაირაზმნენ! „ერთადერთი რაც ქართველ ხალხს ...