ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / შალვა თადუმაძე: „საგადასახადო ამნისტია აუცილებელია“

შალვა თადუმაძე: „საგადასახადო ამნისტია აუცილებელია“

 ახალმა გენპროკურორმა შალვა თადუმაძემ  პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას  საგადასახადო ამნისტიაზეც ისაუბრა:

„იმისათვის, რომ სამართლიანობის აღდგენა დროულად განხორციელდეს, საჭიროა სისტემური მიდგომა.
“სისტემურ მიდგომაში ვგულისხმობ საქმეების კლასიფიცირებას მოთხოვნების მიხედვით და შესაძლებლობების მიხედვით. რამდენადაც ვიცი, არიან ადამიანები, ვინც ითხოვს, რომ ვუთხრათ: – თქვენ იმ პერიოდში უდანაშაულოები იყავით. რაც არის მთავრობის პოლიტიკა პირობითად, საგადასახადო ამნისტიის ნაწილში, ძალიან ბევრი საქმე შეიძლება ამ ამნისტიას მიღებას, რადგან ვიცით, რომ სისხლის სამართლის დევნა გადასახადის გადაუხდელობის გამოც ხორციელდებოდა. ბუნებრივია, იქნება საქმეები, სადაც ეს ერთმანეთთან კავშირშია. კიდევ ერთი მოთხოვნა არის ქონების დაბრუნება. არის ქონებები, რომელსაც სახელმწიფო ვერ იყენებს და ვერც ვერასოდეს გამოიყენებს, მის შენახვა-მოვლაში უფრო მეტს იხდის, ვიდრე დაბრუნებაში გადაიხდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ერთიანი გადაწყვეტილებების მიღება ამ სახის სისხლის სამართლის საქმეებზე“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com