ახალი ამბები
Home / 21 -ე საუკუნის თაობა / „არ ვიცი“ „დიდოსტატის მარჯვენა“ვინ დაწერა“- შალვა თადუმაძეც უდიპლომო ყოფილა-3-ჯერ  ექსტერნად” ჩააბარა”გამოცდები

„არ ვიცი“ „დიდოსტატის მარჯვენა“ვინ დაწერა“- შალვა თადუმაძეც უდიპლომო ყოფილა-3-ჯერ  ექსტერნად” ჩააბარა”გამოცდები

 

 

„გაირკვა, რომ გენპროკურორ შალვა დუმაძეს სადიპლომო გამოცდები არ ჩაუბარებია და დიპლომი არ აუღია, ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს, თავად კი არ აქვს არგუმენტირებული პასუხი, არადა გენპროკურორია… ჩვენ ხომ მივეჩვიეთ დაბალი კვალიფიკაციის მინისტრებსა და ჩინოვნიკებს- ასე თეა წულუკიანზეც დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი რომ უდიპლომოა-არადა- უდიპლომო სასიძოსი არ იყოს, ვერ ახერხებს გენპროკურორობას თუ რა- თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბევრი მომდურავი გამოუჩნდა…. ახლა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატია, ესეც ასე- აბა ნახავთ თუ არ დაინიშნება- რიხინ რიხინთ გავა მისი კანდიდატურა, ამ ქვეყანაში ხომ ყველას ყველაფერი გასდის და  ამისი კანიდატურაც გავა, როგორც ოცნების მხარდაჭერილი- მერე რა რომ სამიანები ჰყავდა და ვერ სწავლობდა, 3-ჯერ
ექსტერნად” ჩააბარა”გამოცდები..მერე რა რომ უდიპლომოა? ხალხს მაინც არავინ არაფერს ეკითხება- ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც ყველას ყველაფერი გასდის-უკაცრავად და ვირების პარადია“….„ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?“, – მიმართა გოცირიძემ შალვა თადუმაძეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა უპასუხა: „არ ვიცი“. ესეც  კიდევ ერთი სირცხვილი- რაც არ იცი ნუ ლაპარაკობ ,  მანდ რა გინდა?უდიპლომოც რომ იყო, სკოლაში მაინც არ გისწავლია-რა სირცხვილია…

ეთერ ბალაძე

 

ალია” ექსკლუზიურად ესაუბრა, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც არ მოერიდა ხმამაღლა იმის თქმა, რომ სწავლობდა იგივე უნივერსიტეტში, “ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში”,  რომელი უნივერსიტეტის დიპლომიც აქვს საქართველოს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს:

ხვიჩა ყალაბეგაშვილი, გამომცემლობა “კალმოსანის” დირექტორი:

-თქვენ რომელ ფაკულტეტზე სწავლობდით?

-უცხო ენებზე, ეს იყო დაახლოებით 2001-2002 წლები

-ალბათ, თქვენ და თადუმაძეს, ერთი და იგივე ლექტორები არ გეყოლებოდათ.

-ალბათ, არა, თუმცა, ვერ გეტყვით ზუსტად. არც მახსოვს ლექტორების გვარები, ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, მერე მე გადავედი სხვა სასწავლებელში.

-მაგ სასწავლებლიდან რამე ცოდნა გამოგყვათ?

-არა, მაქედან რა ცოდნა უნდა წამომეღო. თითქმის არავინ დადიოდა. 3 ან 4 სტუდენტი ვისხედით ხოლმე ლექციაზე. ეს იყო სკოლის შენობა, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ ჩვენ შევდიოდით. გამოცდებზე რომ მივედი, რექტორი გადაირია სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო.

-ფასიანი იყო, ხო?

-კი, მაშინ ხომ ყველა ასე იყო. 300 დოლარს იხდიდი წელიწადში და 4-5 წლის მერე, გაძლევდნენ დიპლომს.

-დიპლომის ყიდვა არ შეიძლებოდა? ისე, რომ ეგრევე მოეცათ?

-არ ვიცი, მე არ დამჭირვებია, მალევე გადავედი. ისედაც ნაყიდი არ გამოდიოდა? ფულს იხდიდი, არ დადიოდი, რომც გევლო, ლექციები იმდენად პრიმიტიული იყო, ცოდნას ვერ გამოიტანდი. თუ ვინმეს, ეგრევე სურდა დიპლომის აღება, როგორ იქცეოდა, იყიდებოდა, თუ არა – ეგ მართლა არ ვიცი.

-ეგ სასწავლებელი რომ დაგესრულებინათ და მხოლოდ ეგ დიპლომი გქონოდათ, იქნებოდით ის ვინც ხართ, იქნებოდით იქ, სადაც ხართ, თუ არა, რას ფიქრობთ და შეგრცხვებოდათ თუ არა დიპლომის და თანაკურსელების გამოჩენის?

-მაშინ, ასეთი სასწავლებლები ძალიან ბევრი იყო. ძალიან ბევრი იყო ისეთი სასწავლებლები, საიდანაც ცოდნას ვერ წამოიღებდი. რომ ვთქვა, რაღაც განსაკუთრებული დიპლომი მაქვს-თქო, არა, მაგრამ ამ სასწავლებელზე უკეთესი ნამდვილა არის. აქ საუბარი გარდა დიპლომისა, არის იმაზე, რომ ამ სასწავლებლიდან შეუძლებელი იყო წამოგეღო ცოდნა და ცოდნის გარეშე – მოსამართლე, ან მთავარი პროკურორი – არ ვიცი, როგორ წარმართავს სწორად სამართლებრივ პროცესებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com