ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „შავი სიის“ პიარ-აქცია და წინააარჩევნოდ ყალბი მოლოდინების შექმნა,დეკემბერში ამომრჩევლები გაიგებენ, რომ კიდევ ერთხელ მოატყუეს-“-რომან გოცირიძე

„შავი სიის“ პიარ-აქცია და წინააარჩევნოდ ყალბი მოლოდინების შექმნა,დეკემბერში ამომრჩევლები გაიგებენ, რომ კიდევ ერთხელ მოატყუეს-“-რომან გოცირიძე

ბანკის ვალების, ანუ „შავი სიის“ განულებასან დაკავშირებით პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

რომან გოცირიძე: „კიდევ ერთხელ იმ აფიორაზე, რომელსაც ვალების ჩამოწერა ჰქვია:

-თავიდან ამბობდნენ, რომ მილიარდნახევარს ჩამოვაწერთო. როცა ვამხილეთ, რომ ქვეყანაში ამ ოდენობის დავალიანება არ არსებობს, შეცვალეს ტაქტიკა და თქვეს, რომ მხოლოდ ძირ ფულს ავუნაზღაურებთ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს, პროცენტები კი ჩამოიწერებაო. 
-ამ აქციაში კაპიკებს გადაიხდის ივანიშვილი, რადგან მსგავსი სესხები ბევრი არ არის და ისედაც უიმედო, ჩამოსაწერი სესხების კატეგორიას განეკუთვნებაო რომ ვთქვით, იმავე დღეს ”ქართუმ” გაავრცელა განცხადება, რომ 100 მილიონი ლარი გამოვყავით ვალების გამოსასყიდადო. 
-როცა გაირკვა, რომ ძირ ფულში ”ქართუ” იხდის მის მოცულობის მხოლოდ 9 პროცენტს, მარტივი არითმეტიკით გამოდიოდა, რომ ძირი ფული თურმე ყოფილა 1,1 მილიარდი ლარი. ეს აბსურდია. საქართველოს ფინანსურ სისტემაში ყველა ვადაგადაცილებული, უიმედო, ჩამოსაწერი თუ ამოსაღები დავალიანება ამის ნახევარიც არ არის. 
-სინამდვილეში ივანიშვილი ამ პიარაფიორაში დახარჯავს დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ეკვივალენტურ თანხას, რაც საარჩევნო რეკლამაზე და აგიტაციაზე გაწეულ ხარჯებზე ნაკლებია. 
-ასევე გაზვიადებულია ინფორმაცია ამ კატეგორიის 600 ათასი მოვალის არსებობის შესახებ.

მთელი ამ კამპანიის მიზანია წინააარჩევნოდ ყალბი მოლოდინების შექმნა.დეკემბერში ამომრჩევლები გაიგებენ, რომ კიდევ ერთხელ მოატყუეს“-
წერს რომან გოცირიძე.

რედაქციისაგან:

 პს. გუშინ ოცნების კორდინატორმა კარები ჩამომიღო, ხელში გრძელი სია ეკავა, მომახარა, ბანკის ვალი გინულდებაო, სიაში ხარო, ბანკმა გადმოგვიგზავნა  მევალეების სიებიო… მოკლედ, სიხარულით ცას ვეწიე.. ნაადრევია აღმოჩნდა ჩემი სიხარული, მივირბინე ბანკში და მიხრეს,თქვენ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეს, არავითარი ვალის განულება არ გეკუთვნისო, არადა, როგორ გამიხარდა…

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com