ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ყოფილი ცოლის ტელეფონში შეტყობინება ნახა და შვილის თვალწინ ყელი გამოჭრა

ყოფილი ცოლის ტელეფონში შეტყობინება ნახა და შვილის თვალწინ ყელი გამოჭრა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში, 33 წლის მამაკაცმა, 23 წლის, ცოლი მოკლა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობა გახდა.

როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას განაცხადეს, ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში, ერთად არ ცხოვრობდა. მამაკაცმა, ყოფილი მეუღლის ტელეფონში, შეტყობინებები ნახა, რის შემდეგაც ცოლი, შვილის, ცოლის დის და სიდედრის თვალწინ მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა დანით, ყელის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სიდედრის ცემის ფაქტზე, 6 თვით თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...