ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ყოფილი სამხედროები სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდნენ

ყოფილი სამხედროები სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდნენ

სააკაშვილის მხარდამჭერი ყოფილი სამხედროები სოცქსელში ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა სამხედრო მოსამსახურებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა ჩაწერეს და მოწოდება გააკეთეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი არ დაუჭირონ. გენერალმა დევი ჭანკოტაძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ მისცეს ხმა იმ პრეზიდენტს, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს.

 

ვეტერანების მიმართვის პარალელურად კი სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება სამხედრო პირების გზავნილები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. პოსტების მიხედვით, მათთვის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებები მიუღებელია და საზოგადოებას მოუწოდებენ არ დაუჭირონ მას მხარი.

თადარიგის გენერლების თქმით, არ დაუშვებენ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. მათი შეფასებით, რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა . 

„იმედი ნიუსი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილი: „აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია“(ვიდეო)

„აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია, ორმხრივი კომისია აგრძელებს მუშაობას და ყველა საზღვრის დელიმიტაცია მოხდება და  გაირკვევა“- განაცხადა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com