ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ყოფილი პროკურორი შოთაძის დავალებით მშობლებს აიძულებდა, ბავშვის მკვლელობა ოპოზიციური პარტიისთვის დაებრალებინა”-ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმე

ყოფილი პროკურორი შოთაძის დავალებით მშობლებს აიძულებდა, ბავშვის მკვლელობა ოპოზიციური პარტიისთვის დაებრალებინა”-ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმე

სკანდალური ინფორმაცია რაფალიანცის საქმეზე “ყოფილი პროკურორი შოთაძის დავალებით მშობლებს აიძულებდა, ბავშვის მკვლელობა ოპოზიციური პარტიისთვის დაებრალებინა”.

ბარბარე რაფალიანცის საქმის სკანდალი – ყოფილი პროკურორის, მილენა მათიაშვილისა და ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. გამოძიებას ყოფილი პროკურორის, მილენა მათიაშვილის ქმრის, რივერა ბენდელიანის ადვოკატი ითხოვს. საქმე ეხება „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ყოფილი პროკურორის ქმარი ყვებოდა, რომ

 მისი მეუღლე ბავშვის მკვლელობის საქმის გაყალბებას პროკურორ ირაკლი შოთაძის დავალებით გეგმავდა.

რივერა ბენდელიანის ინფორმაციით, მისი მეუღლე გარდაცვლილი ჩვილის მშობლებს აიძულებდა, ბავშვის მკვლელობა ოპოზიციური პარტიისთვის დაებრალებინა.

ბენდელიანის ადვოკატი, ინგა არახამია ამბობს, რომ ამ ფაქტის საფუძველზე მილენა მითაიშვილის და ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„დაწყებულ იქნეს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დღეისთვის მოქმედი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის, ნიკოლოზ დგებუაძის და ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის მიმართ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების სავარაუდო ფალსიფიკაციისა და გაყალბების ფაქტზე,“- განაცხადა ადვოკატმა, ინგა არახამიამ.

წყარო pirveliradio.ge

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com