ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა-„ჯერ მაღაზია გადაცხრილა და მერე კონდახით სცემა”

ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა-„ჯერ მაღაზია გადაცხრილა და მერე კონდახით სცემა”

 

 

ხაშურის საავადმყოფოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ქალს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ახლობლების ინფორმაციით, დღეს სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, სადაც განქორწინება ოფიციალურად მოხდებოდა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ქალს ხაშურში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია აქვს, სწორედ იქ გაუსწორდა ფიზიკურად მამაკაცი მეუღლეს.

“6 წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო პროცესი და ასეთი საშინელება ჩაიდინა. ჯერ მაღაზია გადაცხრილა და მერე კონდახით სცემა”, – ამბობს დაშავებული ქალის ახლობელი.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. წყარო-„კვირა“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com