ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ყველა სულგაყიდულს ვერ ჩამოვთვლი …. ბურჯანაძე, გუბაზა სანიკიძე, მიროტაძე, მელია, ბოკერია – სააკაშვილო,არ გაქვთ მორალური უფლება ახსენოთ სახალხო სუფთა მოძრაობა“

„ყველა სულგაყიდულს ვერ ჩამოვთვლი …. ბურჯანაძე, გუბაზა სანიკიძე, მიროტაძე, მელია, ბოკერია – სააკაშვილო,არ გაქვთ მორალური უფლება ახსენოთ სახალხო სუფთა მოძრაობა“

ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი ლუკა (ელდარ) კურტანიძე ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებს მიმართავს:

“ახლა კარგად წაიკითხეთ და მოისმინეთ ძალიან განათლებულო პოლიტიკოსებო: ბურჯანაძე, გუბაზა სანიკიძე, მიროტაძე, მელია, ბოკერია – სააკაშვილო .. ნუ ახლა ყველა სულგაყიდულს ვერ ჩამოვთვლი …. თქვენ რაც გინდათ გასაგებია! მაგრამ იცოდეთ ჩვენ ჩვენი ოჯახის ჩვენი მეგობრების ჩვენი თანამებრძოლების ხმას და არჩევანს სისხლითაც დავიცავთ!

კიდევ ერთხელ გავიმეორებ ქალბატონო ნინო, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენს არჩევანს და გაბედეთ იძალადოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც დღეს დგახართ რასაც მიიღებთ იმას ადვილად მიხვდებით, რადგან არცერთი სანტიმეტრით უკან არ იქნება დახევა.

თქვენ კი მარტო დარჩებით, რადგან ეგ გუბაზა და მისი ლაქია მიროტაძე ბრძოლის დროს სადაც იქნებიან ჩემზე უკეთესად იცით! ნამდვილად გული მწყდება მე პოლიტიკაში უცოდინარმა და თქვენ კი ასე განათლებულმა პოლიტიკაში როგორ შეძელით თქვენზე მონდობილ კამიკაძე თანამებრძოლებზე გადაბიჯება?

`როგორ შეძელით თქვენზე მონდობილი შეგნებულად სიკვდილზე წასული თანამებრძოლების გაწირვა? რა სინდისმა მოგცათ უფლება მჩაგვრელებთან ღირსების ამყრელებთან და მკვლელებთან ერთად იდგეთ? უფრო მეტიც, მათთან ერთად ებრძვით დანარჩენ საქართველოს?! ვერა, ქალბატონო ნინო, ამ პოლიტიკას ვერ გაგიგებთ! იცით რატომ? ! იმიტომ, რომ სამშობლოსთვის თვითგანწირვა ჩემთვის დიდი იდეაა და ბედნიერება!

არ ვიცი ეს არის თუ არა დიდი თქვენი სადარი პოლიტიკოსობა, მაგრამ მაინც გეტყვით, ასეთები, მადლობა უფალს, ძალიან ბევრი ვართ! გთხოვთ არ ახსენოთ 2011 წლის 26 მაისი და ასევე გთხოვთ ნუ ახსენებთ სახალხო კრებას! თქვენ უკვე არ გაქვთ მორალური უფლება ახსენოთ სახალხო სუფთა მოძრაობა, სადაც სპეტაკი, სამშობლოსთვის დაფერფლილი ხალხი იყო გაერთიანებული.

შეგახსენებთ, “სახალხო კრება” იყო გაერთიანებული ქართველ ხალხზე, მოძალადე ნაც რეჟიმის და ავადმყოფი მკვლელი საკაშვილის წინააღმდეგ, თქვენ კი ეს თვეები ხართ ამ მკვლელების დაცვაში და მათან ერთად ებრძვით ჩვენს არჩევანს!

აქ ყველაფერი ნათქვამია სამწუხაროდ,  ჩვენ სისხლით დავიცავთ ჩვენს არჩევანს და რაც მთავარია, ჩვენს იდეას, ქართული ოცნების ასრულებას!  დიახ ეს არის იდეა და არა ვიწროპარტიული არჩევანი, ან პარტიული ამბიცია! დიახ ხმამაღლა გეუბნებით “ქართული ოცნება” არის იდეა და მას ჩვენ სიცოხლის ფასად დავიცავთ!”– წერს ლუკა კურტანიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპერატორი „ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს არხის ...