ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს…“

„ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს…“

„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ცხოვრებაში, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი. ეს არის საარჩევნო სისტემისა და სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. პრემიერ-მინისტრს მე ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში და სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში, თუ არ იარსებებს დიალოგი.

ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან და ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს…

შეთანხმება ჯერ არ არის, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგზე და პროგრესზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებისგანაც…

ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში და ჩვენც საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ,ე პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში,“- ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბასვილითან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...